კარლოს ტევესი
Aa
Aa

„ყველაფერი გავეცი, რაც შემეძლო" - ტევესმა კარიერა დაასრულა

კარლოს ტევესმა 38 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა და ამის შესახებ საჯარო განცხადებაც გაავრცელა.

„ვადასტურებ, კარიერა დავასრულე. ბევრი გუნდისგან მქონია შემოთავაზება, მაგრამ როგორც ფეხბურთელმა უკვე ყველაფერი გავეცი, რაც შემეძლო. ასე რომ, მე უფრო მშვიდი ვარ“.

ყოფილმა თავდამსხმელმა აღნიშნა, რომ კარიერის დასრულების გადაწყვეტილებაზე მამის გარდაცვალებამ იმოქმედა.

„მე დავკარგე ჩემი ნომერ პირველი გულშემატკივარი და ამის გამო აღარ მინდოდა თამაში",

- თქვა ტევესმა.

კარიერის განმავლობაში ტევესი თამაშობდა „ბოკა ხუნიორსში“, „კორინთიანსში“, „ვესტ ჰემში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“, „მანჩესტერ სიტიში“, „იუვენტუსსა“ და „შანხაი შენჰუაში“. მისი ბოლო კლუბი იყო „ბოკა“, რომელიც მან გასულ ზაფხულს დატოვა.

ტევესი სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი: „ორჯერ მანჩესტერ იუნაიტედთან“ და ერთხელ „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად. „იუნაიტედის“ შემადგენლობაში, მან 2008 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. იუვენტუსთან ერთად ორჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა.

ტევესმა 2004 წლის არგენტინის ნაკრებთან ერთად ოლიმპიადა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრაზილიაში ემერსონს თავს დაესხნენ, რა დროსაც სროლა დაიწყო
ბრაზილიაში ემერსონს თავს დაესხნენ, რა დროსაც სროლა დაიწყო