კარიმ ბენზემა
Aa
Aa

ბენზემა: მოხარული ვარ, მესის სიტყვები მეტ მოტივაციას მაძლევს

კარიმ ბენზემამ ლიონელ მესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეჭვგარეშეა, რომ ბენზემა ოქროს ბურთს იმსახურებს. მას გასაოცარი სეზონი ჰქონდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებით დააგვირგვინა“.

- თქვა მესიმ რამდენიმე დღის წინ.

„მოვისმინე მესის კომენტარები, ძალიან მიხარია, რომ ასეთმა ფეხბურთელმა ჩემზე მსგავსი რამ თქვა.

ეს უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო“,

- უთხრა ESPN-ს.

ბუკმეიკერებისა და ექსპერტების ვარაუდით, ოქროს ბურთის უმთავრეს ფავორიტად ბენზემა ითვლება და ფრანგთან ახლოსაც კი არავინ იმყოფება.

ბენზემამ ვალბუენას საქმეზე განაჩენი არ გაასაჩივრა

კარიმ ბენზემამ, მატიე ვალბუენას ფარული ჩანაწერების შანტაჟის საქმეზე აპელაციაზე უარი თქვა. ინფორმაციას ფრანგული L’Équipe ავრცელებს.

სასამართლო პროცესი მაისის ბოლოს უნდა გამართულიყო, მაგრამ თავდამსხმელმა გადაიფიქრა სასჯელის გასაჩივრება (ერთი წლის პირობითი სასჯელი და 75 000 ევროს ოდენობის ჯარიმა), რომელიც ძალაში დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრაზილიაში ემერსონს თავს დაესხნენ, რა დროსაც სროლა დაიწყო
ბრაზილიაში ემერსონს თავს დაესხნენ, რა დროსაც სროლა დაიწყო