კარიმ ბენზემა, კევინ დე ბრუინი, ლუი ვან გაალი
Aa
Aa

ვან გაალი: ოქროს ბურთს დე ბრუინი იმსახურებს, თუმცა ჯილდოს ყოველთვის ფორვარდს აძლევენ

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა კევინ დე ბრუინი შეაქო. მისთვის ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი სწორედ ბელგიელია, თუმცა...

– მართლა ფიქრობთ, რომ ნოა ლანგს შეუძლია გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში?

„უფრო მოწესრიგებული უნდა გახდეს, ცოტა ხასიათზე იმუშაოს. მაგრამ მას აქვს ფანტასტიკური შემოქმედებითი უნარები. მას შეუძლია ერთი მოძრაობით შექმნას სახიფათო მომენტი. ცოტას შეუძლია ამის გაკეთება“.

- ბელგიელი ფეხბურთელებიდან რომელმა მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მიმდინარე სეზონში?

„კევინ დე ბრუინი, რა თქმა უნდა. ვფიქრობ, მან უნდა მიიღოს ოქროს ბურთი, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ყოველთვის ირჩევენ ფორვარდებს. ამ თვალსაზრისით, ნოა ლანგს პრიზის მოპოვების უკეთესი შანსი აქვს, ვიდრე დე ბრუინს“,

- სიცილით უპასუხა ვან გაალმა.

როგორც მოგეხსენებათ, ოქროს ბურთის ნომერ პირველ ფავორიტად კარიმ ბენზემა ითვლება. ბევრის აზრით, ფრანგი აშკარა ფავორიტია და ჯილდოსთვის ბრძოლა ნაადრევად არის დასრულებული.

ანრი და მესი ბენზემას ოქროს ბურთზე

ტიერი ანრი: „France Football-ისთვის მხოლოდ ერთი მესიჯი მაქვს. დახურეთ ოქროს ბურთის ხმის მიცემის პროცესი ახლავე. ბენზემამ ის უკვე მოიგო. ნახვამდის".

ლეო მესი: „წელს კი ეჭვგარეშეა, რომ ბენზემა ოქროს ბურთს იმსახურებს. მას გასაოცარი სეზონი ჰქონდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებით დააგვირგვინა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავი 8 ფეხბურთელის დამატებას ითხოვს - სია ცნობილია
ჩავი 8 ფეხბურთელის დამატებას ითხოვს - სია ცნობილია