იტალია, არგენტინა
Aa
Aa

"ფინალისიმა" და კიელინის ბოლო მატჩი ნაკრებში - არგენტინამ იტალიას მოუგო

დიეგო მარადონას სახელობის თასზე(„ფინალისიმა“) ერთმანეთს ევრო 2020-ის და კოპა ამერიკის გამარჯვებულები დაუპირისპირდნენ. არგენტინის ნაკრებმა იტალია ძალიან მარტივად 3:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში გულშემატკივრებმა მეტნაკლებად თანაბარი თამაში იხილეს, თუმცა გოლები მხოლოდ არგენტინელებმა გაიტანეს. 28-ე წუთზე ლეო მესის გადაცემა ლაუტარო მარტინესმა გამოიყენა და ანგარიში გახსნა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, „ინტერის“ თავდამსხმელმა ამჯერად თვითონ შეასრულა საგოლე პასი და ანხელ დი მარიას გაატანინა. მეორე ტაიმში რობერტო მანჩინის გუნდი გატყდა. კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყა, ხოლო ლეო მესის გაჩერება იტალიელებს ძალიან უჭირდათ.

არგენტინელ სუპერვარსკვლავს დონარუმამ რამდენიმე ბურთი აიღო და საკუთარი ქვეყანა სამარცხვინო ანგარიშით წაგებისგან იხსნა. "ჯიჯომ" დიბალას წინააღმდეგ ვერაფერი გააკეთა საბოლოოდ 3:0, არგენტინამ გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინიმ ეროვნულ ნაკრებში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა. მან ასევე ტურინის „იუვენტუსი“ დატოვა და კარიერას დიდი ალბათობით ამერიკაში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები