დანილ მედვედევი, როლან გაროსი, მარინ ჩილიჩი
Aa
Aa

ციციპასის შემდეგ მედვედევიც - რუსი როლან გაროსს დაემშვიდობა

სტეფანოს ციციპასის შემდეგ დანილ მედვედევი! მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი საფრანგეთის ღია პირველობას გამოეთიშა.

რუსი ჩოგბურთელი გამოცდილ მარინ ჩილიჩს დაუპირისპირდა და უშანსოდ სამ სეტში 2:6 3:6 2:6 დამარცხდა. აღნიშნული დაპირისპირება 1 საათი და 47 წუთი გაგრძელდა.

პირველ სეტში მედვედევი კარგი მხოლოდ მეხუთე გეიმის ჩათვლით იყო. ამის შემდეგ, ხორვატმა ორი ბრეიკი შეასრულა და სეტი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ზუსტად იგივე განმეორდა მეორე სეტშიც. ჩილიჩმა ერთადერთი ბრეიკი მეექვსე გეიმში შეასრულა, 4:2 დააფიქსირა და გამარჯვების შანსი ხელიდან აღარ გაუშვა.

მესამე სეტი კი მარინის სრული დომინირებით წარიმართა. ხორვატმა ორი თავისი ჩაწოდება მოიგო, ხოლო ასევე ორი მედვედევის. 4:0-ის შემდეგ დანილი გატყდა და ყველაფერს აზრი დაეკარგა. ცნობისთვის, ჩილიჩი მეოთხედფინალში ანდრეი რუბლევს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერის ბოლო მატჩი და ცრემლები - ცონგა ჩოგბურთიდან წავიდა
კარიერის ბოლო მატჩი და ცრემლები - ცონგა ჩოგბურთიდან წავიდა