ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, როლან გაროსი
Aa
Aa

ნადალი: "მაქვს შეგრძნება, რომ ეს შესაძლოა ჩემი ბოლო მატჩი იყოს როლან გაროსზე"

„როლან გაროსის“ მეოთხედფინალში დიდი დაპირისპირებაა. რაფაელ ნადალი ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება. ამ ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩის წინ, „მატადორმა“ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ნადალმა?

„“როლან გაროსის“ მეოთხედფინალში ვარ და ამ ფაქტით ვტკბები. მე ეს კიდევ ერთხელ მოვახერხე. სიმართლე გითხრათ, ყველა თამაშისას მაქვს შეგრძნება, რომ ეს შესაძლოა ჩემი ბოლო მატჩი იყოს „როლან გაროსზე“. სამწუხაროდ, ჩემი მდგომარეობა ახლა ასეთია.

ტერფის პრობლემა იმდენად წინ არის წამოსული, რომ არ ვიცი რა იქნება ჩემი კარიერის მომავალი. სწორედ ამიტომ, ვცდილობ მაქსიმალური სიამოვნება მივიღო და ოცნება გავაგრძელო. ყველაფერს აქვს დასასრული.. იმედი მაქვს, უმაღლეს დონეზე თამაშს ისევ მოვახერხებ.“

შეგახსენებთ, რომ ეს მოთამაშეები კარიერაში ერთმანეთს 58-ჯერ შეხვდნენ. 30 გამარჯვება სერბზე მოდის, ხოლო 28 ესპანელზე. ასევე გეტყვით, ჯოკოვიჩი და ნადალი ფინალებში 28-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 15 „ნოლემ“ მოიგო, 13 რაფამ.

საინტერესოა ისიც, რომ გასული წლის საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში სწორედ ეს მოთამაშეები შეხვდნენ ერთმანეთს და უმძიმეს ბრძოლაში ჯოკოვიჩმა 3:6 6:3 7:6 6:2 გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერის ბოლო მატჩი და ცრემლები - ცონგა ჩოგბურთიდან წავიდა
კარიერის ბოლო მატჩი და ცრემლები - ცონგა ჩოგბურთიდან წავიდა