ლუკა გუგეშაშვილი, დავით ვოლკოვი
Aa
Aa

ვოლკოვმა ფინალში პენალტი ვერ გაიტანა - თასი ყარაბაღმა მოიგო

აზერბაიჯანის თასის ფინალში ''ყარაბაღმა'' დავით ვოლკოვის ''ზირა'' პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, ვოლკოვმა პენალტების სერიაშიც მიიღო მონაწილეობა, ''ზირას'' მხრიდან მეორე თერთმეტმეტრიანი მან შეასრულა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა, ცუდად დაარტყა და მეკარემ აუღო.

რაც შეეხება თამაშს, პირველი ტაიმი ჰამიდუ კეიტას გოლით ''ზირამ'' მოიგო, შესვენების შემდეგ აბდელაჰ ზუბირის გოლით ანგარიში გათანაბრდა. დამატებით დროში გოლი არ გასულა, რის შემდეგაც პენალტების სერია დაინიშნა.

''ყარაბაღის'' სათადარიგოთა სკამზე ლუკა გუგეშაშვილი იჯდა, ქართველ მეკარეს თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დავით ვოლკოვი ''ზირასთან'' ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, ზაფხულში კარიერას გდანსკის ''ლეხიაში'' გააგრძელებს. რაც შეეხება გუგეშაშვილს, მას შემდეგ სეზონშიც ''ყარაბაღში'' ვიხილავთ, თუმცა სასტარტოში ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი კონტრაქტი არ გაფორმდა - მერებაშვილმა პოლონური კლუბი დატოვა
ახალი კონტრაქტი არ გაფორმდა - მერებაშვილმა პოლონური კლუბი დატოვა