ეთერ ლიპარტელიანი
Aa
Aa

პირველი გარანტირებული მედალი - ლიპარტელიანი ფინალშია

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია - 25 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში თურქმენ მაისა პარდაიევას სუფთა გდებით აჯობა და ამ ტურნირის ფინალში კარიერაში პირველად გავიდა.

ეთერმა პლანეტის პირველობა 1/16 ფინალში კორეელი იუში კიმის ძლევით დაიწყო, რასაც მერვედფინალსა და მეოთხედფინალში რუსი დარია ყურბონმამადოვასა და ფინელი პიჰლა სალონენის იპონით დამარცხება მოჰყვა. ლიპარტელიანის წონით კატეგორიაში დღეს ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ნინო ლოლაძემ იასპარეზა, თუმცა სამწუხაროდ ის პირველივე შეხვედრაში შვეიცარიელ ბინტა ნდიაიესთან დამარცხდა.

ლოლაძის მსგავსად, მედლის გარეშე დარჩა ლაშა შავდათუაშვილი - ოლიმპიური თამაშების სამივე სინჯის მედლის მფლობელმა 1/16-ფინალში ბულგარელი მარკ ხრისტოვი სუფთა გდებით დაამარცხა, თუმცა მომდევნო შეხვედრაში აზერბაიჯანელ რაშიდ მამადალიევთან გაფრთხილებებით წააგო და მსოფლიოს პირველობაზე გამოსვლა დაასრულა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ეთერ ლიპარტელიანის მეტოქე იაპონელი მომო ტამაოკი იქნება და ფინალური ბლოკი თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეორე დღეც უმედლოდ - ვაჟა მარგველაშვილი მეორე წრეში დამარცხდა
მეორე დღეც უმედლოდ - ვაჟა მარგველაშვილი მეორე წრეში დამარცხდა