ლუკა მაისურაძე
Aa
Aa

ლუკა მაისურაძე თბილისის გრანდ სლემზე ვერ იასპარეზებს

ქართველი ძიუდოისტი, ლუკა მაისურაძე თბილისის გრან სლემზე ვერ იასპარეზებს. ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ლუკას ბრმა ნაწლავის ოპერაციის ჩატარება დასჭირდა და ტატამიზე გასვლაზე დროებით უარის თქმა მოუწია.

„მოგესალმებით, მეგობრებო. ვიცი, ბევრმა თქვენგანმა უკვე გაიგო, რომ თბილისის გრან სლემზე ვეღარ ვიასპარეზებ. სამწუხაროდ,  დამჭირდა ბრმა ნაწლავის ოპერაცია. ოპერაციამ ჩაიარა კარგად და თავს კარგად ვგრძნობ. მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესების გამო.

ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ წინაშე გამოსვლას ვეღარ შევძლებ, მაქსიმალურად ვემზადებოდი თბილისის ტურნირსთვის, რადგან ჩემთვის დიდი პატივია საკუთარ კედლებში ასპარეზობა. თუმცა, ამჯერად მომავლისთვის გადაიდო. რეაბილატაციის შემდეგ კვლავ აქტიურად შევუდგები ვარჯიშს, რათა ერთად კიდევ ბევრი გამარჯვება ვიზეიმოთ. ყველას ძალიან დიდი მადლობა გამხნევებისთვის“- განაცხადა მაისურაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრან სლემი 3 ივნისს დაიწყება და 5 ივნისს დასრულდება. მასში მონაწილეობას 38 ქვეყნის 287 სპორტსმენი მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა ზეწოლის ქვეშ ხარ და მამაშენს მანქანას უმტვრევენ ალბათ წახვალ“ - სლუცკი ხვიჩაზე
„როცა ზეწოლის ქვეშ ხარ და მამაშენს მანქანას უმტვრევენ ალბათ წახვალ“ - სლუცკი ხვიჩაზე