აინტრახტი, რეინჯერსი
Aa
Aa

მასობრივი ჩხუბი - რეინჯერსის და აინტრახტის ქომაგები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ევროპის ლიგის ფინალში ერთმანეთს „აინტრახტი“ და „რეინჯერსი“ უპირისპირდებიან. აღნიშნული დაპირისპირება „სევილიას“ რამოს სანჩეს პისხუანის სახელობის სტადიონზე უნდა გაიმართოს.

შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ორივე გუნდის გულშემატკივრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, პროვოკაციაზე პირველად გერმანელი ქომაგები წავიდნენ, რასაც გლაზგოელები აგრესიულად შეხვდნენ.

სიტუაცია თავდაპირველად უკონტროლო იყო. ერთ-ერთ ქუჩაზე მასობრივი ჩხუბი მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ პოლიციამ სიტუაცია განმუხტა. ესპანური მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ათეულობით გულშემატკივარი დააკავა.

ჯერჯერობით უცნობია არის თუ არა რომელიმე ქომაგი მძიმედ დაშავებული. შეგახსენებთ, რო მატჩი თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები