ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მორიგი არაჩვეულებრივი თამაში" - Corriere dello Sport ხვიჩაზე წერს

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, Corriere dello Sport-ი „დინამო ბათუმისა“ და „ლოკომოტივს“ შორის გამართულ მატჩს სტატიას უძღვნის და ხვიჩა კვარაცხელიას ასპარეზობაზე საუბრობს. იტალიელები ქართველ ფეხბურთელს აქებენ და გუშინდელ შეხვედრას განიხილავენ.

„ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი არაჩვეულებრივი ასპარეზობა. ნაპოლის სამომავლო შენაძენი საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს და დინამო ბათუმის მაისურით გამოდის. მან თავის მონაგარს კიდევ ერთი გოლი შესძინა და თანაგუნდელ თორნიკე გაფრინდაშვილსაც გაატანინა.

ნაპოლის კვარაცხელიას მორიგი ტესტი გოლითა და საგოლე გადაცემით

„კვარაცხელიას გოლს რაც შეეხება, რომელიც 31-ე წუთზე გავიდა და მის შემდეგ, ანგარიში 3:1 გახდა, თამაში იმდენად სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა, რომ კამერებმა მისი დაფიქსირება ვერ მოასწრეს და მომენტი მხოლოდ გამეორებაზე გამოჩნდა. მეტოქის შეცდომის შემდეგ, ქართველი მესი მოწინააღმდეგის საჯარიმოს მისადგომებთან ბურთს იღებს, მცირე არეულობის შემდეგ, ალექსანდრე ანდრონიკაშვილს სწრაფი მოძრაობით სცდება და ბილიარდის სიზუსტით განხორციელებული დარტყმით მეკარეს სჯობნის.“

ნაპოლის კვარა დინამო ბათუმს „მიათრევს“

„ორი აზრი არაა, რომ კვარაცხელია დინამო ბათუმს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ადგილისკენ „მიათრევს“. დინამო ბათუმს 31 ქულა აქვს და უშუალო კონკურენტებთან, დინამო თბილისთან და სამგურალთან 5-ქულიანი ჰანდიკაპი აქვს. ხვიჩამ 9 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთი გამარჯვება დადებით ბალანსამდე - ტოჩინოშინმა დღესაც მოიგო
ერთი გამარჯვება დადებით ბალანსამდე - ტოჩინოშინმა დღესაც მოიგო