მოთამაშე და აქციონერი - მესი ინტერ მაიამის 2023 წელს შეუერთდება
პსჟ-ს ფეხბურთელი, ლიონელ მესი MLS-ში 2023 წელს გადავა. ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ 34 წლის ფეხბურთელი „ინტერ მაიამის“ შეუსრულდება.
მათივე ინფორმაციით, კლუბში გადასვლასთან ერთად, მესი „ინტერის“ აქციონერიც გახდება და 35%-იან წილს შეიძენს. არგენტინელი ფეხბურთელის სურვილია, რომ იმ ფრენჩაიზს შეუერთდეს, რომელიც დევიდ ბექჰემს ეკუთვნის.
ლიონელ მესი პსჟ-ში 2021 წლის ზაფხულში გადავიდა და ყველა ტურნირზე, პარიზული გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. კლუბთან არსებული კონტრაქტი არგენტინელ ფეხბურთელს მომავალი წლის ზაფხულში ეწურება.