ტრაგედია კრივში - 38 წლის მოკრივემ რინგზე გონება დაკარგა და გარდაიცვალა
Aa
Aa

ტრაგედია კრივში - 38 წლის მოკრივემ რინგზე გონება დაკარგა და გარდაიცვალა

გერმანელი მოკრივე, მუსა იამაკი 38 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავლენიანი BILD-ის ინფორმაციით, ტრაგედია გასულ უქმეებზე გამართული ბრძოლისას მოხდა, რომელიც იამაკისთვის კარიერაში მე-9 გახლდათ და მისი მეტოქე ჰამზა ვანდერა იყო.

გერმანული გამოცემის ცნობით, მესამე რაუნდის დაწყებამდე, იამაკმა საკუთარი კუთხიდან რინგის ცენტრალური ნაწილისკენ გასვლა სცადა, მაგრამ წაიქცა და გონება დაკარგა. მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და მოგვიანებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა და სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.

BILD-ის ცნობით, სამედიცინო ბრიგადა ადგილზე დაგვიანებით გამოცხადდა, რადგან არენაზე შესვლისას ქომაგებმა დააყოვნეს. ადგილობრივი პოლიციის თქმით, მათ რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟის გაგზავნა მოუწიათ, რათა სასწრაფო დახმარების მანქანის ბრიგადის უსაფრთხოება უზრუნველეყოთ.

იამაკს პროფესიონალურ კარიერაში 8 ბრძოლა ჰქონდა გამართული და დაუმარცხებელი იყო. ბოლოს მან 2021 წელს იჩხუბა და სიარჰეი ჰულიაკევიჩის დამარცხებით WBFI-ის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპულ კლუბებთან მოლაპარაკებები შეწყვიტა - შენგელია NBA-ში ბრუნდება?
ევროპულ კლუბებთან მოლაპარაკებები შეწყვიტა - შენგელია NBA-ში ბრუნდება?