კილიან მბაპე
Aa
Aa

40 მილიონი ხელფასის სახით - მბაპეს და რეალის შეთანხმების ფინანსური დეტალები

ნიკოლო შირას ცნობით, კილიან მბაპე პსჟ-ს დატოვებს და კარიერას მადრიდის ''რეალში'' გააგრძელებს. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2027 წლამდე გაფორმდება, ფეხბურთელის წლიური შემოსავალი 40 მილიონი ევრო იქნება, 30 მილიონს ხელფასის სახით მიიღებს, 10 მილიონს კი ბონუსებით გამოიმუშავებს. გარდა ამისა, ზაფხულში, როცა მხარეებს შორის კონტრაქტი გაფორმდება, ფეხბურთელი 40 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, ფეხბურთელს პსჟ-სთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

გავლენიანი ესპანური გამოცემის, Marca-ს მიხედვით, კილიან მბაპე კარიერას „რეალში“ გააგრძელებს. ბოლო პერიოდში, ფრანგი ფეხბურთელის შესახებ აქტიურად იწერებოდა და როგორც ჩანს, „სამეფო კლუბმა“ მიზანს მიაღწია.

Marca-ს ინფორმაციით, „რეალმა“ და მბაპემ ყველა დეტალზე საერთო ენა გამონახეს და შეთანხმება გასულ კვირაში დადეს. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში მბაპეს მადრიდში სტუმრობამ დიდი როლი ითამაშა. „ბლანკოსის“ გენერალურმა დირექტორმა, ხოსე ანხელ სანჩესმა ყველა საქმე გვერდზე გადადო, კილიანს შეხვდა და ყველანაირი კითხვის ნიშანი გააქრო.

შეგახსენებთ, 2017 წელს ''მონაკომ'' მბაპე ერთწლიანი იჯარით პსჟ-ში გაანათხოვრა. მას შემდეგ მბაპე პარიზულ გუნდში ასპარეზობს, ყველა ტურნირის ჩათვლით 197 მატჩში 150 გოლი შეაგდო და 76 საგოლე გადაცემა შეასრულა. მოთამაშე საფრანგეთის ჩემპიონი ''მონაკოსთან'' ერთად 2016-17 წლების სეზონში გახდა, პსჟ-სთან ერთად ლიგა 1 პირველ ადგილზე ოთხჯერ დაასრულა (2017-18, 2018-19, 2019-20, 2021-22).

2019-20 წლების სეზონში მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ახლოს იყო, თუმცა კომანის გოლით მიუნხენის ''ბაიერნმა'' გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაძაბული ბრძოლა - ტოჩინოშინი კატასუკაშის ილეთით დამარცხდა
დაძაბული ბრძოლა - ტოჩინოშინი კატასუკაშის ილეთით დამარცხდა