დონჩიჩის მაგია მე-7 შეხვედრაში - დალასმა ფინიქსი გაანადგურა და სახლში გაუშვა
Aa
Aa

დონჩიჩის მაგია მე-7 შეხვედრაში - დალასმა ფინიქსი გაანადგურა და სახლში გაუშვა

დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდი, „ფინიქს სანსი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. არიზონელებმა „დალას მავერიქსის“ წინააღმდეგობა ვერ დაძლიეს და ყველასთვის მოულოდნელად, სერიის მე-7 შეხვედრაში, რომელიც საკუთარ კედლებში გამართეს, 90:123 განადგურდნენ.

„ფინიქსმა“ მატჩი საშინლად დაიწყო და პირველ ნახევარში ზუსტად იმდენი ქულა დააგროვა, რამდენიც ლუკა დონჩიჩმა - 27:27. საწყის 24 წუთში „დალასმა“ 30-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და ვითარება არც მესამე მეოთხედში შეცვლილა, რომელშიც „მავსმა“ მეტოქეზე 12-ით მეტი ქულა ჩააგდო. ტექსასელებმა მხოლოდ ბოლო თორმეტწუთეული დათმეს, ისიც 9 ქულით და მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავიდნენ.

„დალასს“ ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, რომელმაც 35 ქულა, 10 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა გაიფორმა. ბოლო 25 პლეიოფში, სლოვენიელი პირველი კალათბურთელია, რომელმაც პირველ ტაიმში იმდენი ან უფრო მეტი ქულა ჩააგდო, რამდენიც მეტოქე გუნდმა. გარდა ამისა, დონჩიჩი ტომ ჰაინსონის შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელია, რომელმაც პლეიოფის სერიის მე-7 შეხვედრაში მინიმუმ 35 ქულა და 10 მოხსნა გაიფორმა. ლუკას სპენსერ დინუიდი დაეხმარა, რომელსაც 30 ქულა ჰქონდა. სხვათა შორის, კობისა და შაკის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა თანაგუნდელებმა მე-7 შეხვედრაში მინიმუმ 30-30 ქულა გააკეთეს.

„ფინიქსის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 12 ქულა კემერონ ჯონსონმა ჩააგდო. დევინ ბუკერს 11 ქულა ჰქონდა, კრის პოლს კი - 10. „სიპი3-მა“ ეს სერია საშინლად ჩაატარა და კარიერაში ზედიზედ მე-4 მე-7 შეხვედრა წააგო. სხვათა შორის, მატჩის შემდეგ, პოლმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულებს არ აპირებს და აუცილებლად დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთ კონფერენციის ფინალში „დალასი“ „გოლდენ სტეიტ უორიორსს’ დაუპირისპირდება, რომელმაც „მემფისი“ 4:2 დაამარცხა. პირველი შეხვედრა 19 მაისს, თბილისის დროით, 05:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პატიმრების გაცვლა? რუსეთი აშშ-ს კალათბურთელის სანაცვლოდ ბიზნესმენს სთხოვს
პატიმრების გაცვლა? რუსეთი აშშ-ს კალათბურთელის სანაცვლოდ ბიზნესმენს სთხოვს