ბოსტონ სელტიკსი, მილუოკი ბაქსი
Aa
Aa

მილუოკის მიდლტონი ძალიან დააკლდა - ბოსტონის დომინაცია მე-7 შეხვედრაში

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში „მაიამი ჰიტს“ „ბოსტონ სელტიქსი“ დაუპირისპირდება. „კელტებმა“ „მილუოკი ბაქსთან“ გამართული სერია 4:3 მოიგეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს. „ბოსტონმა“ მე-7 მატჩი საკუთარ კედლებში ჩაატარა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა 109:81.

შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. „ბოსტონმა“ მატჩი ცუდად დაიწყო და პირველი მეოთხედი 6 ქულით წააგო, თუმცა დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდა. „სელტიქსის“ მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი იყო და უდოკას ბიჭები მთელი 24 წუთის განმავლობაში დომინირებდნენ. კრის მიდლტონის გარეშე დარჩენილმა „მილუოკიმ“ „ბოსტონის“ დაცვას გასაღები ვერ უპოვა და მესამე მეოთხედი 10 ქულით, ხოლო მეოთხე მეოთხედი - 13 ქულით დათმო.

„ბოსტონს“ გრანტ უილიამსმა ულიდერა, რომელსაც კარიერაში საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა და 27 ქულა დააგროვა. ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე 23 ქულაა. ჯეილენ ბრაუნმა 19 ქულა და 8 მოხსნა გააკეთა, ხოლო მარკუს სმარტი 11 ქულასა და 10 შედეგიან გადაცემას დასჯერდა. „მილუოკის“ რიგებში საუკეთესო იანის ანტეტოკოუნმპო იყო - 25 ქულა, 20 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა. „გრიკ ფრიკი“ NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ერთ სერიაში მინიმუმ 200 ქულა, 100 მოხსნა და 50 ასისტი დააგროვა. ჯრუ ჰოლიდეი 21 ქულით გამოირჩა, ბრუკ ლოპესს კი 15 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ „მილუოკიმ“ პერიმეტრიდან საშინელი პროცენტით შეუტია და 33 სამქულიანიდან მხოლოდ 4 ჩააგდო.

ცნობისთვის, „მაიამისა“ და „ბოსტონის“ პირველი შეხვედრა 18 მაისს გაიმართება და ფლორიდელები მასპინძლის რანგში იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი - დე იონგის ზღაპარი სრულდება.. რა გახდა ამის მიზეზი?
ანალიზი - დე იონგის ზღაპარი სრულდება.. რა გახდა ამის მიზეზი?