რონალდუ არ მიდის
რონალდუ არ მიდის
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ბეილი კარდიფში?
ბეილი კარდიფში?
მარსელო რეალიდან წავიდა
მარსელო რეალიდან წავიდა
კვარაშოუ და კვარამაგია
კვარაშოუ და კვარამაგია
რევანში აღებულია
რევანში აღებულია
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
ნადალი ჩემპიონია
ნადალი ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
მოურინიო პსჟ-ში?
მოურინიო პსჟ-ში?
ბოსტონი სუპერფინალშია!
ბოსტონი სუპერფინალშია!
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
ბერიძემ უიპეშტი დატოვა
ბერიძემ უიპეშტი დატოვა
ცონგა წავიდა
ცონგა წავიდა
გოლდენ სტეიტის ზედიზედ მე-3 მოგება
გოლდენ სტეიტის ზედიზედ მე-3 მოგება
ზიდანი პსჟ-ს არ გაწვრთნის
ზიდანი პსჟ-ს არ გაწვრთნის
Aa Aa
15 მაისი 2022  |  09:54

"რა თქმა უნდა ფინალში ვითამაშებ" - სალაჰის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში „ლივერპულს“ „ჩელსისთან“ გამარჯვების შემდეგ მაინც უსიამოვნო გრძნობა დარჩა, რადგან „მერსისაიდელებმა“ ამ შეხვედრაში მო სალაჰი და ვირჯილ ვან დაიკი დაკარგეს, თუმცა როგორც დღეს გაირკვა, იურგენ კლოპს საქმე სანერვიულოდ არ ექნება.

33-ე წუთზე მოედნიდან გასული სალაჰის შესახებ თავად კლოპმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო.

„სამშაბათს საუთჰემპტონთან მატჩისთვის ისინი მზად არ იქნებიან, თუმცა ორივე მათგანი წესრიგშია. ვფიქრობ, მათ არაფერი ემუქრებათ. მოსა და ვირჯილის შეცვლა უფრო მეტად ჩემი მხრიდან სიფრთხილის გამოჩენა იყო. სალაჰმა რაღაც იგრძნო, ტუმცა თქვა, რომ თამაშის გაგრძელება შეეძლო. მე კი გადავწყვიტე, რომ შემეცვალა.

როცა მინდორზე ყოფნისას დისკომფორტს გრძნობ, სამკურნალოდ თამაშის გაგრძელება საუკეთესო ვარიანტი ნამდვილად არ არის.

ვან დეიკი? აქ ყველაფერი ცხადია, მას 120 წუთის თამაში არ შეეძლო, მხოლოდ 90-ისთვის იყო მზად“.

- აღნიშნა კლოპმა.

სალაჰის ტრავმის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოც ავრცელებს და წერს:

„FA თასის ფინალში მო სალაჰმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა...

შემდეგ მას ჰკითხეს: „მზად იქნები ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის?"

მისი პასუხი იყო: „რა თქმა უნდა“.

ამრიგად, როგორც ჩანს კლოპს სანერვიულო არ აქვს და 28 მაისისთვის მის განკარგულებაში სრული საბრძოლო შემადგენლობა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
"პირადად ვესაუბრე, ის ბაიერნს დატოვებს" - სალიჰამიჯიჩი ლევანდოვსკიზე