მალდინის სატრანსფერო სია
მალდინის სატრანსფერო სია
ჩეხმა ჩელსი დატოვა
ჩეხმა ჩელსი დატოვა
ბასილაშვილი უიმბლდონს გამოეთიშა
ბასილაშვილი უიმბლდონს გამოეთიშა
ნაპოლიმ დაადასტურა - ქართველი სერია A-ში
ნაპოლიმ დაადასტურა - ქართველი სერია A-ში
ჩაკვე სლოვანში მიდის
ჩაკვე სლოვანში მიდის
ხესე და ბერიძე ერთად
ხესე და ბერიძე ერთად
ჰალ სიტი გაძლიერდა
ჰალ სიტი გაძლიერდა
რენატომ პსჟ აირჩია
რენატომ პსჟ აირჩია
ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს ჩაიბარებს
ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს ჩაიბარებს
ბეილი MLS-ში წავიდა
ბეილი MLS-ში წავიდა
ტევესის მძიმე ბავშვობა
ტევესის მძიმე ბავშვობა
ევროპა უნდა დავიპყრო
ევროპა უნდა დავიპყრო
წივწივაძე ევროპის ჩემპიონია
წივწივაძე ევროპის ჩემპიონია
რონალდუ არ მიდის
რონალდუ არ მიდის
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ბეილი კარდიფში?
ბეილი კარდიფში?
მარსელო რეალიდან წავიდა
მარსელო რეალიდან წავიდა
Aa Aa
14 მაისი 2022  |  19:43

"ამით არაფერი შეცვლილა" - გიორგი ჩხაიძე კოლხეთთან მატჩის შემდეგ

ქალთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ქსკ „ლანჩხუთმა“ მისთვის კარგად ნაცნობ ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. გურულები მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

„ლანჩხუთმა“ 2021 წლის 18 ივნისის შემდეგ ქულები პირველად დაკარგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოქმედი ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩხაიძე CrystalSport-ს ესაუბრა.

გიორგი ჩხაიძე:

„ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. ხობის მიმართ დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი, ახალგაზრდა მებრძოლი გუნდი ჰყავთ, თან საკუთარ კედლებში ორმაგი მოტივაციით თამაშობენ. თამაში თანაბარი იყო. ორივე გუნდი მოედნის შუა ცენტრში იბრძოდა.

 ჩვენ სამწუხაროდ ბევრი პრობლემები დაგვიგროვდა, ფიზიკურად ვერ ვართ მზად. გარკვეული პრობლემებიდან გამომდინარე ასევე გვაკლდა 2 ლიდერი ჭყონია და ხაბურზანია. თუმცა ამის მიუხედავად 3 რეალური მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლად ვერ ვაქციეთ. მოწინააღმდეგეს კი ერთი ნახევრად მომენტი ჰქონდა.

ჩვენმა გუნდმა ზედიზედ 34 თამაში მოიგო და ველოდი, რომ სადღაც ეს სერია დასრულდებოდა. მოგეხსენებათ ძნელია 2 წლის განმავლობაში გუნდმა ყველა თამაში ერთ დონეზე ითამაშოს, ამით არაფერი შეცვლილა , ყველა თამაშს ვერ მოიგებ.. შემდეგი ტურში უშუალო კონკურენტს ვეთამაშებით და ვეცდებით ეს დაკარგული ქულა შემდეგ თამაშში ამოვიღოთ.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ლიგას ამ მომენტისთვის 9 ქულით „სამეგრელო“ ლიდერობს, რომელმაც ამ ტურში სოხუმის „დინამო“ 2:0 დაამარცხა. „ლანჩხუთი“ კი 7 ქულით მეორე პოზიციაზე მოგვევლინა. შემდეგ ტურში ერთმანეთს გურიაში სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, „ლანჩხუთი“ და ხობის „კოლხეთი“ უკანასკნელად საქართველოს თასის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც გიორგი ჩხაიძის გუნდმა მოწინააღმდეგე 2:1 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ დაეუფლა აღნიშნულ ტიტულს.

მსგავსი სიახლეები