მათე სანიკიძე
Aa
Aa

სანიკიძე: ''გპირდებით, ჩემით იამაყებთ, წინ, საქართველოსათვის''

MMA-ს ქართველმა მებრძოლმა მათე სანიკიძემ ერთ-ერთ საუკეთესო სამენეჯერო კომპანიასთან, Ruby Sports & Entertainment-თან კონტრაქტი გააფორმა. 23 წლის პერსპექტიული მებრძოლი ხელშეკრულების გაფორმებით გახარებულია, მომავალ ბრძოლებს მოუთმენლად ელის.

''სიხარულით მინდა გამცნოთ, რომ MMA-ს ერთ-ერთ საუკეთესო მენეჯმენტთან, Ruby Sports & Entertainment-თან ვიწყებ თანამშრომლობას! სასიამოვნოა, როდესაც ასეთი მაღალი დონის მენეჯმენტთან ვიმუშავებ ჩემი მომავლისთვის. არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი ერთ-ერთი საუკეთესონი არიან საქმეში და ვეღარ ვითმენ, ისე მინდა დავიწყოთ ყველაფერი''!

ალბათ ვერასდროს გადავუხდი საკადრის მადლობას @mmarjantrblmkr-სა და Hard Knocks Management-ს იმისთვის, რაც გააკეთეს და რასაც აკეთებენ ჩემთვის, თუმცა გპირდებით, რომ ჩემით იამაყებთ! იმედია, მალე იმ ხელთათმანსაც მოვირგებ ხელზე, რომელიც ჩემს ჰუდზე არის დატანილი. ვგრძნობ, რომ ეს ძალიან ახლოს არის!  წინ, საქართველოსათვის!''

MMA-ში სანიკიძემ 10 ბრძოლა გამართა. მის აქტივში 8 გამარჯვებაა, ორ შეხვედრაში დამარცხდა.

მიმდინარე წელს ერთი ბრძოლა ჩაატარა, სამრაუნდიან ბრძოლაში დევიდ მუნი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება ეფექტური ილეთით - ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოზე დააგდო
გამარჯვება ეფექტური ილეთით - ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოზე დააგდო