ტურის საუკეთესო გოლი - წყალბურთის ჩემპიონთა ლიგამ ადეიშვილი გამოარჩია
Aa
Aa

ტურის საუკეთესო გოლი - წყალბურთის ჩემპიონთა ლიგამ ადეიშვილი გამოარჩია

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში თბილისის „დინამომ“ დასკვნითი შეხვედრა გამართა და პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. თბილისელებმა მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში 14:13 მოუგეს.

თითოეული ტურის დასრულების შემდეგ, წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური გვერდი საუკეთესო 5 გოლს გამოარჩევს. გამონაკლისი არც ახლა მოხდა. საინტერესო ის გახლავთ, რომ საუკეთესოდ ქართველი წყალბურთელის სანდრო ადეიშვილის გოლი დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლოსწინა ტურში თბილისის „დინამო“ ხორვატიის ქალაქ სპლიტში „იადრანს“ დაუპირისპირდა და პირველი გამარჯვება იქ გაიფორმა - 12:11. რვა გუნდისგან შემდგარი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე მოწინავე 4-ეული გავიდა. „დინამომ“ 2 მოგებით ბოლო ადგილი დაიკავა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები