გიორგი შერმადინი
Aa
Aa

ხმის მიცემა დასრულდა - შერმადინი MVP-ის ჯილდოსთვის იბრძვის

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში 2021-22 წლების სეზონის MVP-ის გამოსავლენად დაწყებული გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. გულშემატკივრებს თავიანთი რჩეულისთვის ხმის მიცემა სოციალურ ქსელებში შეეძლოთ და „ლენოვო ტენერიფეს“ ქართველმა ცენტრმა, გიორგი შერმადინმა მეორე ადგილი დაიკავა.

„შერმინატორმა“ 20 298 ხმა მიიღო და მხოლოდ ჯანან მუსას ჩამორჩა, რომელიც პირველ ადგილზე 28 899 ხმით იმყოფება. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ მესამეადგილოსან ჩიმა მონეკეზე თითქმის 5-ჯერ მეტი ხმა მოაგროვა.

შეგახსენებთ, რომ ლიგა ენდესას სეზონის MVP-ის გამოსავლენად მიმდინარე პროცედურაში ქომაგების გარდა, კალათბურთელები, მწვრთნელები და ჟურნალისტები მონაწილეობენ. თითოეული მათგანის წილი 25 პროცენტია და მალე გვეცოდინება სეზონის საუკეთესო კალათბურთელი ვინ გახდა.

როგორც მოგეხსენებათ, „შერმინატორი“ მოქმედი MVP გახლავთ. გასული სეზონი მან ბრწყინვალედ ჩაატარა და მიმდინარე სეზონშიც შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ ესპანური პრესის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ფავორიტი მუსა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის საუკეთესო ძალოსანი - ტალახაძე მორიგი ტიტულისთვის იბრძვის
ევროპის საუკეთესო ძალოსანი - ტალახაძე მორიგი ტიტულისთვის იბრძვის