იურგენ კლოპი
Aa
Aa

კლოპი უეფას უტევს: მეტი თამაში ყოველთვის ცუდი იდეაა, ერთა ლიგა გასაუქმებელია

იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატზე ისაუბრა და ერთა ლიგის მსგავსად კრიტიკას არც ამ შემთხვევაში მოერიდა.

„მეტი თამაში ყოველთვის ცუდი იდეაა. ამაზე ბევრი ვისაუბრე. ცხადია, არავის აინტერესებს, ასე რომ... კარგი, დრო არ მქონდა დეტალებისთვის, მაგრამ ამ თემაზე ცოტა მსმენია, თუმცა აზრის ჩამოყალიბების შანსი ჯერ არ მქონია.

ჩეფერინი? (უეფას პრეზიდენტი) მან მესიჯი მომწერა. მე ვუპასუხე, რაც ვუპასუხე - ფეხბურთი უფრო ქომაგებზე უნდა იყოს ორიენტირებული. შემოსავლის 93% მიდის კლუბებში... მე ვუთხარი: „კარგი, შეიძლება ამ დისკუსიისთვის იდეალურად არ ვარ მომზადებული, მაგრამ ჩემი აზრი მაქვს“. ამის შესახებ ბევრი რამ არ ვიცოდი.

მირჩევნია, რომ უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეტი გამოიმუშაოს და ერთა ლიგაზე უარი თქვას. ეს ჩემი პირადი აზრია.

ერთა ლიგა ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო იდეაა მსოფლიო ფეხბურთში.

მოთამაშეები თამაშობენ 70-ზე მეტ მატჩს, მაგრამ აგრძელებენ მოედანზე გასვლას ერთა ლიგაში, როდესაც სეზონი უკვე დასრულებულია დამატებით ოთხი, ხუთი, ექვსი მატჩის ჩატარება უწევთ. ეს არ არის ნორმალური“.

- ამბობს კლოპი.

როგორც მოგეხსენებათ, 2024/25 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე „შვეიცარიული სისტემა“ ინერგება. ტურნირში 32-ის ნაცვლად 36 გუნდი იქნება. ჯგუფურ ეტაპზე თითო კლუბს 8 მატჩის ჩატარება მოუწევს - 4 შინ და 4 სტუმრად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კატარის რამდენიმე სასტუმრომ ლგბტქ + თემის წარმომადგენლებს მიღებაზე უარი უთხრა
კატარის რამდენიმე სასტუმრომ ლგბტქ + თემის წარმომადგენლებს მიღებაზე უარი უთხრა