ილია თოფურია
Aa
Aa

UFC-ის მებრძოლი: „ილია პიმბლეტს აუცილებლად დაამარცხებს“

UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ, დეიმონ ჯექსონმა „ელ მატადორისა“ და პედი პიმბლეტის შესახებ ისაუბრა. ჯექსონის თქმით, თუ ილიასა და პიმბლეტის ბრძოლა გაიმართება, თოფურია აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ ამ ჩხუბის ჩანიშვნის შანსი ძალიან დაბალია.

„პიმბლეტისა და ილიას ჩხუბის შემთხვევაში, 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ თოფურია გაიმარჯვებს. პედი ნაგავი მებრძოლია. ვფიქრობ, პიმბლეტს კიდევ რამდენიმე უცნობ მეტოქეს შეახვედრებენ, რათა უფრო პოპულარული და ცნობილი გახდეს. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მისი პიროვნული მახასიათებლებისა და ხასიათის გამო ხდება, თორემ მისი საბრძოლო შესაძლებლობები შთამბეჭდავი ნამდვილად არაა.

არ მგონია, რომ UFC-იმ ილიასა და პიმბლეტის ჩხუბი ჩანიშნოს. ჩემი აზრით, მათ სურთ, რომ თოფურიას ცნობადობა გაზარდონ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ უნდოდეთ, ეს მის მიერ პიმბლეტის დამარცხების ხარჯზე მოხდეს, რადგან ილია შესაძლოა, დიდი სახელის მქონე მებრძოლი გახდეს. პიმბლეტს რაც შეეხება, მასთან მიმართებითაც იგივე ხდება და არ ვფიქრობ, რომ UFC მის მატარებელს ასე ადრიანად გააჩერებს. არ გამიკვირდება, პედის კიდევ 1-2 უცნობი მეტოქე რომ მისცენ და ტესტის ჩაბარება მხოლოდ ამის შემდეგ მოუწიოს. ისინი იმავეს აკეთებენ, რაც შონ ომალისთან მიმართებით გააკეთეს.“

შეგახსენებთ, რომ ჰერბერტთან გამართული ბრძოლის შემდეგ, Marca-მ ილიას შესახებ დაწერა და განაცხადა, რომ დროა მათმა მტრობამ ოქტაგონზე გადაინაცვლოს. ესპანური გამოცემის მიხედვით, UFC-ის პრეზიდენტს, დენა უაითს შეუძლია, ეს ბრძოლა ისეთ ბლოკბასტერად აქციოს, როგორიც ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის დაპირისპირება იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი გამარჯვება ნაცუ ბაშოზე - ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი დაამარცხა
პირველი გამარჯვება ნაცუ ბაშოზე - ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი დაამარცხა