ზედიზედ მეორედ - ჯოკერმა MVP-ის ჯილდო დაისაკუთრა
ცნობილი ამერიკული გამოცემები და ჟურნალისტები, როგორებიც ESPN, Bleacher Report, ადრიენ ვოჯნაროვსკი და სემს ჩარანია არიან, იტყობინებიან, რომ „დენვერ ნაგეთსის“ ცენტრმა, ნიკოლა იოკიჩმა სეზონის MVP-ის ჯილდო დაისაკუთრა. „ჯოკერს“ ბრწყინვალე ასპარეზობა დაუფასდა და MVP-ის წოდება ზედიზედ მეორედ მიიღო.
მიმდინარე სეზონში, სერბი ცენტრი „დენვერის“ სული და გული გახლავთ. „ჯოკერმა“ რეგულარულის უდიდესი ნაწილი „ნაგეთსის“ ორი ლიდერის, ჯამალ მიურეისა და მაიკლ პორტერ ჯუნიორის გარეშე ჩაატარა, თუმცა მე-6 ადგილის დაკავება და პლეიოფში გასვლა მაინც მოახერხა.
BREAKING: Nikola Jokić has been voted the 2021-22 NBA MVP ????
— ClutchPoints (@ClutchPointsApp) May 9, 2022
???? 27.1 points
???? 13.8 rebounds
???? 7.9 assists
Congrats to the Joker, well deserved ????
(via @wojespn) pic.twitter.com/yZI3U8mrQU
„ჯოკერმა“ მონაწილეობა 74 შეხვედრაში მიიღო და პარკეტზე საშუალოდ 33.5 წუთს ატარებდა. ამ დროში, იგი 27.1 ქულას, 13.8 მოხსნას, 7.9 შედეგიან გადაცემას, 1.5 ჩაჭრასა და 0.9 დაფარებას ახორციელებდა. სერბი ცენტრი პარკეტიდან 58.3 პროცენტით, ხოლო პერიმეტრიდან 33.7 პროცენტით უტევდა.
შეგახსენებთ, რომ პლეიოფის შეხვედრაში „დენვერი“ „გოლდენ სტეიტს დაუპირისპირდა“ და მრისხანე მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა. „უორიორსმა“ 5 მატჩში იმარჯვა 4:1 და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.