გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინმა და ტენერიფემ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა მოიგეს

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფე საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ფინალში საკმაოდ რთულ ბრძოლაში გავიდა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ნახევარფინალური შეხვედრა ჰაპოელ ჰოლონის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ანგარიშით - 78:71 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ტენერიფეს საკმაოდ მძიმე ბრძოლა მოუწია ფინალშიც, სადაც ამჯერად მანრესა, 11 ქულიანი სხვაობით - 87:98 დაამარცხა და ტიტული მოიპოვა.

ქართველი კალათბურთელი სათადარიგო იყო და პარკეტზე 19:28 დაჰყო, ამ დროში კი თავი 3 მოხსნას, 1 პასს და 1 ჩაჭრას მოუყარა. მის ანაგრიშზე 14 ქულაა. გიორგიმ  8-დან 6 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, ბურთი კი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში, ფინალის საგზურის მოპოვებაში შერმადინმა ასევე უდიდესი როლი ითამაშა - 22 წუთსა და 19 წამში  14 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, პარკეტიდან 100-პროცენტიანი შედეგით შეუტია და 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო. გიორგიმ 5-დან 2 საჯარიმოც გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მანრესას და ტენერიფეს დაპირისპირება საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ესპანური ფინალი იყო, ტენერიფემ კი აღნიშნული ჯილდო ისტორიაში მეორედ ჩაიბარა (16/17).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუცაევი: ,,თუ ევროთასებზე ისევ ძველებურად გამოვალთ ჩათვალეთ, იმავე წრეზე ვტრიალებთ
გუცაევი: ,,თუ ევროთასებზე ისევ ძველებურად გამოვალთ ჩათვალეთ, იმავე წრეზე ვტრიალებთ"