თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ბარსელონაში გადასვლა გამოირიცხა - შენგელია იტალიაში რჩება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია „ბარსელონაში“ არ გადავა. „თოკომოტივს“ „ბლაუგრანასთან“ წინასწარი შეთანხმება ჰქონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ვითარება შეიცვალა და „ვირტუს ბოლონიას“ არ დატოვებს.

TuttoSport-ის ინფორმაციით, „ბარსასა“ და შენგელიას შორის არსებულ შეთანხმებას გასააქტიურებლად ბოლო ვადა ჰქონდა და კატალონიელებმა გარიგების გაოფიციალურებაზე უარი განაცხადეს. „ბლაუგრანას“ დირექტორთა საბჭომ შენგელიას გაფორმებაზე უარი ფინანსური საკითხების გამო თქვა და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ თოკო „ვირტუს ბოლონიაში“ დარჩება.

იტალიური გამოცემის მიხედვით, „ვირტუს ბოლონიას“ მიზანი ევროლიგაში მოხვედრაა და ლიდერების გაშვებას არ აპირებს. „ვუ ნერე“ მზადაა, შენგელიას ახალი წინადადებებით მიმართოს და ხელფასის სახით, სეზონში 1.8 მილიონი ევრო შესთავაზოს. ქართველი კალათბურთელის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია და ბევრი რამ უახლოეს დღეებში გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, შენგელიასა და „რეალის“ შესახებ დაიწერა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ ზაფხულში, სატრანსფერო ბაზარზე აქტიური იქნება და მადრიდელთა სიაში რამდენიმე კალათბურთელი იმყოფება, რომელთა შორის შენგელიაც გახლავთ. მაშინ მადრიდელთა მთავარ კონკურენტად „ბარსას“ მოიაზრებდნენ, ახლა კი განსხვავებული რეალობა გვაქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პეტი: გუარდიოლა წყობიდან იყო გამოსული, მაჰრეზს და ფოდენს უყვირა
პეტი: გუარდიოლა წყობიდან იყო გამოსული, მაჰრეზს და ფოდენს უყვირა