ხვიჩა კვარაცხელია, დანიელე ადანი
Aa
Aa

''გამანადგურებელია'' - იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელი ხვიჩაზე

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ, რომელიც კომენტატორად და ჟურნალისტად მუშაობს, კრისტიან ვიერის ტელევიზიასთან, BOBO TV-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

''კვარაცხელიას თამაშს ძალიან კარგად ვიცნობ. შემიძლია ვთქვა, რომ კიეზას მსგავსი მოთამაშეა. მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში: მარცხენა გარემარბი, მარჯვენა გარემარბი, ფორვარდი. ის გამანადგურებელია ! ორივე ფეხით კარგად თამაშობს, მაღალი დონის ფეხბურთელია''.

დანიელე ადანი ''ფიორენტინასა'' (1999-2002) და ''ინტერის'' (2002-04) ექს-მოთამაშეა. 2000-04 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, ''ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის ''დინამოს'' ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაკრატელას წარუმატებელი მცდელობა - ზივზივაძე ტრავმას გადაურჩა
მაკრატელას წარუმატებელი მცდელობა - ზივზივაძე ტრავმას გადაურჩა