პატრის ევრა
Aa
Aa

„თუ გუნდში გეი იქნება, მასთან ერთად შხაპს არ მივიღებ" - ევრამ ჰომოფობიაზე ისაუბრა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მოთამაშემ, პატრის ევრამ ფეხბურთში არსებულ ჰომოფობიაზე ისაუბრა. ფრანგმა მცველმა წარსულიდან საინტერესო მაგალითი გაიხსენა და განაცხადა, რომ საფეხბურთო სამყარო განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მისაღებად მზად არაა.

„ფეხბურთელი არ შეიძლება, რომ გეი იყოს, თორემ ამის გამო ყველა გაგიჟდება. შემიძლია, მაგალითი მოგიყვანოთ. როცა ვესტ ჰემში ვთამაშობდი, ჩვენთან ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი მოვიდა და გვითხრა: „ჩვენ ყველა უნდა მივიღოთ“, რაზეც რამდენიმე ფეხბურთელმა ასე უპასუხა: „არა, თუ გუნდში გეი იქნება, მან ვესტ ჰემი აუცილებლად უნდა დატოვოს. მასთან ერთად შხაპს არ მივიღებ“.

მახსოვს, იმ მომენტში ავდექი და ვთქვი: „მოკეტეთ, ყველამ მოკეტეთ. გესმით, რას ამბობთ“? არ გეგონოთ, რომ რამე შეიცვალა. 2018 წელს ასე იყო და ნებისმიერი ორიენტაციის ადამიანების მიღება დღემდე არ შეგვიძლია. მესმის, რატომ არ ახორციელებენ ფეხბურთელები ქამინგ-აუთს. იყო შემთხვევები, როცა გეი ფეხბურთელები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ: „ფრთხილად იყავი. თუ ამაზე რამეს იტყვი, სხვების რეაქციას ნახავ. მე მხარს დაგიჭერ და დაგიცავ, რადგან გასახდელში ავტორიტეტი მაქვს.“

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ევრა ამ თემაზე ღიად საუბრობს. რამდენიმე კვირის წინ, მან განაცხადა, რომ თითოეულ კლუბში მინიმუმ 2 გეი ფეხბურთელი მაინც თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აფხაზური კლუბი რუსეთის მე-3 დივიზიონში - მხარეები ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ
აფხაზური კლუბი რუსეთის მე-3 დივიზიონში - მხარეები ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ