ისტორიაში მეოთხედ - "დინამო თბილისი" საქართველოს ჩემპიონია
წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი“ გახდა. ფინალურ შეხვედრაში დინამოელებმა „თბილისი“ ანგარიშით 18:15 დაამარცხეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვეს.
მატჩის საუკეთესო წყალბურთელი დუშავ ვასიჩი გახდა, რომელმაც მეტოქე გუნდს 4 გოლი გაუტანა.
ჩემპიონატის ბომბარდირი ანდრია ბითაძე გახდა, საკუთესო მოთამაშედ რევაზ იმნაიშვილი დასახელდა , ხოლო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარის ტიტული ირაკლი რაზმაძემ მოიპოვა.
სანდრო ადეიშვილი - დინამო თბილისის წყალბურთელი
ალექსანდრე ნიკოლაიშვილი - სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი
ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები „სპორტ მენეჯმენტის“ გუნდმა დაისკაუთრა,რომლებმაც მედლისთვის ბრძოლაში „არენას“ ანგარიშით 15:12 მოუგეს.