ბარსელონა, ლიდსი, რაფინია
Aa
Aa

ბარსა რაფინიას არ ეშვება და მის გაფორმებას გეგმავს

The Telegraph-ის ცნობით, „ბარსელონა“ „ლიდსის“ ბრაზილიელი მარჯვენა გარემარბის რაფინიას ტრანსფერს განიხილავს.

წყაროს ცნობით, 25 წლის რაფინიას „ბარსა“ პრიორიტეტად მიიჩნევს. კატალონიური კლუბი აპირებს ბრაზილიელის შესაძენად შეთავაზების მომზადებას და მოლაპარაკებების დაწყებას რაც შეიძლება მალე, სეზონის დასრულებამდე.

რაფინიას „ლიდსთან" კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 25 მილიონი ფუნტი უწერია, რაც „ბარსელონასთვის“ პრობლემას არ წარმოადგენს. შესაძლოა გარიგებაში რომელიმე ფეხბურთელიც ჩართონ.

ბრიტანული გამოცემა წერს, რომ „ბარსას“ რაფინიას შეძენა სურს თუნდაც „ლიდსი“ პრემიერ ლიგაში დარჩეს.

აღსანიშნავია, რომ უსმან დემბელე ბოლო დროს „კამპ ნოუზე“ დარჩენისკენ იხრება და მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, კლუბი რაფინიას შეძენას მაინც განიხილავს.

შესაძლოა ყველაფერი ფორვარდის ვერშეძენის გამო ხდება. ლევანდოვსკის ტრანსფერი თითქმის ჩავარდნილია და კლუბი აქცენტს ანსუ ფატის 9 ნომერზე გამოყენებაზე აკეთებს. აქედან გამომდინარე, ჩავი ფლანგების გაძლიერებას უმიზნებს.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში რაფინიამ პრემიერ ლიგის 31 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
El Nacional: მესი პსჟ-ს დაემუქრა - თუ რონალდუს იყიდიან გუნდს დატოვებს
El Nacional: მესი პსჟ-ს დაემუქრა - თუ რონალდუს იყიდიან გუნდს დატოვებს