ატლეტიკო, ლა ლიგა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

„ამ დაცინვაში მონაწილეობას არ მივიღებთ“ - ატლეტიკოს უარი საჩემპიონო დერეფანს

მადრიდის „ატლეტიკო“ „რეალს“ ვანდა მეტროპოლიტანოზე საჩემპიონო დერეფანს არ მოუწყობს. ამ გადაწყვეტილების შესახებ კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საპატიო დერეფნის მოწყობა მათთვის დამამცირებელი იქნება.

„ზოგიერთს სურს, რომ საპატიო დერეფანი ჩემპიონის პატივისცემის ჟესტად წარმოაჩინოს, სინამდვილეში კი ამას კონკურენტი გუნდი დამცირების ფასად აკეთებს.

ატლეტიკო არ აპირებს ამ დაცინვაში მონაწილეობის მიღებას, რომელშიც სპორტის ნამდვილი ფასეულობები სრულიად დავიწყებულია. ეს ხელს უწყობს გულშემატკივრებს შორის დაძაბულობის გაღვივებასაც.

ბოლო წლებში, როდესაც ორჯერ მოვიგეთ ესპანეთის ჩემპიონატი, ზოგმა გუნდმა მსგავსი დერეფნით ჩვენდამი პატივისცემა გამოხატა, ზოგს კი ეს არ გაუკეთებია. მაგრამ, არასდროს ყოფილა მსგავსი ხელოვნური, გადაჭარბებული მოლოდინი და ზეწოლა, რომელსაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში განვიცდით.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი მიზანი არ არის დაძაბულობის შექმნა. როდესაც ატლეტიკომ გასულ წელს ჩემპიონატი მოიგო, იყო რომელიმე გუნდის მისამართით მსგავსი ზეწოლა? არა, იმიტომ რომ ამას არ ვითხოვდით და განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც არ ვანიჭებდით. თუმცა, ჩემპიონობის შემდეგ პირველი მეტოქე „ელჩე“ იყო, რომელმაც საპატიო დერეფნის გაკეთება მაინც გადაწყვიტა და ამას ვაფასებთ“, - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის 34-ე ტურში საკუთარ მოედანზე „ესპანიოლი“ 4:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე მოიპოვა. 35 ტურში „სამეფო კლუბი“ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ მადრიდის „ატლეტიკოს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უმკაცრესი სასჯელი - UEFA-მ რუსეთი 2022/23 წლების ყველა ტურნირიდან მოკვეთა
უმკაცრესი სასჯელი - UEFA-მ რუსეთი 2022/23 წლების ყველა ტურნირიდან მოკვეთა