ესპანიოლი, მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი, კარიმ ბენზემა
Aa
Aa

ანჩელოტის რეკორდი და ზეიმი - რეალი ლა ლიგის ჩემპიონია

ლა ლიგის 34-ე ტურში მადრიდის რეალმა ესპანიოლი 4:0 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ კარლო ანჩელოტის გუნდმა 81 ქულა მოიპოვა, ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდა. მეორეადგილოსანი სევილია დარჩენილ ოთხ ტურში 17-ქულიან სხვაობის ვერ აღმოფხვრის. ბარსა 63 ქულით მესამე პოზიციაზეა, თუმცა ერთით ნაკლები შეხვედრა ჩაატარა და დარჩენილ ხუთ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმიც რომ დააგროვოს, ჩემპიონობა გამორიცხულია.

სამეფო კლუბი ესპანეთის ჩემპიონი ოცდამეთხუთმეტედ გახდა. 1988-89 წლების შემდეგ რეალი ლა ლიგის ყველაზე ადრეული ჩემპიონია, მას შემდეგ ოთხი ტურით ადრე ჩემპიონობა გარანტირებული არავის ჰქონია.

რაც შეეხება ესპანიოლთან შეხვედრას, პირველი ტაიმის 10-წუთიან მონაკვეთში როდრიგომ დუბლი შეასრულა (33-ე და 43-ე წუთებზე). 55-ე წუთზე ასენსიომ სხვაობა სამამდე გაზარდა, 81-ე წუთზე კი ბენზემამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ კარლო ანჩელოტიმ მთავარი მწვრთნელის პოსტზე შიდა ჩემპიონატში წარმატებას, რაც ჩემპიონობას გულისხმობს, მეხუთედ მიაღწია. მისი ხელმძღვანელობით მილანმა სერია ა (2003-04), ჩელსიმ - პრემიერ ლიგა (2009-10), პსჟ-მ ლიგა 1 (2012-13), ბაიერნმა კი - ბუნდესლიგა მოიგო.

ანჩელოტი პირველი მწვრთნელია, რომელმაც ტოპ 5 ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები