ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ბათუმის დინამო
Aa
Aa

"ბოლო წლების თვალსაჩინო ვარსკვლავი" - Goal.Com-ის სტატია ხვიჩაზე

„ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ინსინიეს მემკვიდრე იქნება“

- წერს ავტორიტეტული გამოცემა Goal.Com

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქართველი ფეხბურთელი მომავალი სეზონიდან „პარტენოპეიში“ ითამაშებს, არაერთმა გამოცემამ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. გამონაკლისი არც GOAL გახლავთ, რომელმაც ხვიჩას ვრცელი სტატია მიუძღვნა.

„ისეთი ჩემპიონის ჩანაცვლება, როგორიც ინსინიეა, რთული საკითხია, თუმცა ნეაპოლური კლუბის ხელძღვანელობამ მისი შემცვლელი იპოვა. ლორენცოს მსგავსად, კვარაცხელიაც გარემარბია, რომელიც შესანიშნავი ტექნიკური თვისებებით არის დაჯილდოებული.

ქართული ფეხბურთის ბოლო წლების თვალსაჩინო ვარსკვლავით ისეთი გუნდები ინტერესდებოდნენ, როგორებიც „მილანი“, „იუვენტუსი“, „დორტმუნდი“, „აიაქსი“ და „ტოტენჰემი“ არიან. კვარაცხელია დიდი ნახტომისთვის უკვე მზად არის.

საქართველოს Crystalbet ეროვნულ ლიგაში მისი დებიუტი 2017 წელს შედგა. 2019 წელს საქართველო დატოვა და სათამაშოდ რუსეთში, კონკრეტულად კი „ლოკომოტივში“ წავიდა.  მოსკოვურმა კლუბმა მისი გაშვება გადაწყვიტა. მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა კვარაცხელიას წასვლის გამო უდიდესი სინანული გამოთქვა, რადგან მასში მსოფლიო დონის ტალანტს ხედავდა.

ხვიჩა რუსთავში დაბრუნდა, თუმცა რამდენიმე დღეში მას ყაზანის „რუბინი“ დაუკავშირდა. ეს ის კლუბია, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელმა საბოლოოდ დაიმკვიდრა თავი. 2019 წელს, უეფა-მ კვარაცხელია ევროპის საუკეთესო ტალანტებს შორის შეიყვანა.

მიმდინარე წელს, უკრაინაში დაწყებული ომის გამო, კვარაცხელია სამშობლოში გააკრიტიკეს და რუსეთის დატოვება მოსთხოვეს. იყო მუქარებიც და საბოლოოდ მხარეებს შორის კონტრაქტი შეწყდა. ხვიჩა საქართველოში დაბრუნდა და ბათუმის „დინამოში“ დაიწყო თამაში.

ქართველი ფეხბურთელი სიმაღლეში 183 სანტიმეტრია. მიუხედავად ამისა ის ძალიან სწრაფი და ტექნიკურია. ორივე ფლანგზე თამაშობს და ეს მისთვის დიდი პლუსია. როდესაც დრიბლინგს იწყებს, ფაქტობრივად შეუჩერებელია. დამანგრეველი ღია სივრცეში და სხარტი მოკლე მონაკვეთში.“

- ასე შეაფასა Goal.Com-მა ქართველი ფეხბურთელი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"სახელის წარმოთქმა მიჭირს, მაგრამ ნაპოლისთვის კარგი ტრანსფერია" - გულშემატკივრები ხვიჩაზე