ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

"დრო გვიჩვენებს რამდენად მოერგება სერია ა-ს" - სიომინი ხვიჩაზე

დღეს, ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. ამ ტრანსფერს არაერთი სპორტსმენი და მწვრთნელი ეხმიანება. გამონაკლისი არც სიომინი გახლავთ, რომელიც „ჯვაროსნების“ შემტევის ყოფილი დამრიგებელია.

რა თქვა სიომინმა?

„ხვიჩა იმ გუნდში წავიდა, სადაც ჩანს, რომ აუცილებლად ითამაშებს. „ნაპოლიმ“ ინსინიე გაუშვა და კვარაცხელია მიიყვანა. გარდა ამისა, სპალეტი რუსეთის პრემიერ ლიგას კარგად იცნობს და მისი თამაში არაერთხელ ექნება ნანახი. ეს დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ.

მთავარი ის არის, რომ ხვიჩა მუდმივად პროგრესირებს. „ლოკომოტივიდან“ წასვლის შემდეგ, „რუბინში“ გაიბრწყინა. კვარაცხელია ნიჭიერი ფეხბურთელია და დრო გვიჩვენებს რამდენად მოერგება სერია ა-ს დონეს. ნეაპოლი საქართველოს ჰგავს. ხვიჩას თავის გამოჩენა არ უნდა გაუჭირდეს. წარმატებას ვუსურვებ.. ძალიან ვწუხდი, როცა მან „ლოკომოტივი“ დატოვა."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"სახელის წარმოთქმა მიჭირს, მაგრამ ნაპოლისთვის კარგი ტრანსფერია" - გულშემატკივრები ხვიჩაზე