ერლინგ ჰოლანდი, მინო რაიოლა, ოლივერ კანი, ჰასან სალიჰამიჯიჩი
Aa
Aa

ჰოლანდის სტუმრობა მიუნხენში - BILD-ი საიდუმლო შეხვედრაზე წერს

BILD-ის ცნობით, ''ბაიერნის'' მმართველები ერლინგ ჰოლანდის აგენტს მარტის დასაწყისში შეხვდნენ. მხარეებს შორის საუბარი ''ბაიერნის'' სპორტული დირექტორის, ჰასალ სალიჰამიჯიჩის სახლში შედგა და რამდენიმე საათი გაგრძელდა. ამ პერიოდში ჰოლანდი რამდენიმე დღით მიუნხენში იმყოფებოდა, რაც ''ბაიერნის'' წარმომადგენლებმა ჰოლანდისთან მოლაპარაკების გასამართად გამოიყენეს. კლუბი აღნიშნულ შეხვედრას არ უარყოფს.

21 წლის სკანდინავიელი ფორვარდი 2024 წლამდე ''დორტმუნდის'' საკუთრებაა. მისი წასვლა 2022 წლის ზაფხულში გადაწყვეტილია. ამ ეტაპზე

ამავე პერიოდში, მარტის დასაწყისში, ''ბაიერნის'' აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ კანი მინო რაიოლასთან მოლაპარაკების გასამართად მონაკოში გაფრინდა. საუბარი ჰოლანდის გარდა რაიან გრავენბერხსა (''აიაქსი'') და ნასარ მაზრაუის (''აიაქსი'') შეეხებოდა. მოგეხსენებათ, მინო რაიოლა სამივე მოთამაშის აგენტია.

BILD-ი საუბრის დეტალებზე არ წერს, თუმცა აღნიშნავს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ჰოლანდი შესაძლოა ''ბაიერნში'' აღმოჩნდეს, გერმანიის ჩემპიონის აქტიურობას ის ფაქტიც განაპირობებს, რომ რობერტ ლევანდოვსკის კლუბიდან წასვლა ძალიან რეალურია.

შეგახსენებთ, ესპანური Sport-ის ცნობით, ჟოან ლაპორტასთვის რობერტ ლევანდოვსკის გადაბირება ადვილი საქმე არ იქნება, თუმცა ''ბარსაში'' ყველაფერს გააკეთებენ პოლონელის დასამატებლად. პოლონელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები