პსჟ
Aa
Aa

პსჟ-ში დიდი ცვლილებები იწყება - კლუბი 7-8 ფეხბურთელს გაყიდის

''ეკიპის'' ცნობით, სეზონის დასრულების შემდეგ პსჟ 7 ან 8 ფეხბურთელს გაყიდის. მათგან 4 ფეხბურთელის წასვლა გადაწყვეტილია. ეს მოთამაშეები არიან იულიან დრაქსლერი, ლეანდო პარედესი, ტილო კერერი და ლევენ კურზავა. ცხადია, კლუბში ცვლილებების განხორციელება პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფისა და სპორტული დირექტორის, ლეონარდოს გადაწყვეტილებაა.

პარედესის მიმართ იტალიურ კლუბებს დიდი ინტერესი აქვთ, მას კარიერის სერი ა-ში გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს, პსჟ-სთან კონტრაქტი კი 2023 წლამდე აკავშირებს. ანალოგიურად, პარედესის მსგავსად კერერსაც 2023 წლის ზაფხულში ეწურება კონტრაქტი. ის შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს, კვლავ ბუნდესლიგაში ითამაშოს ან კარიერა ''ნისლიან ალბიონზე'' გააგრძელოს.

29 წლის ლევენ კურზავასა და 28 წლის იულიან დრაქსლერს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებთ.

პსჟ-სთან მიმართებით აღსანიშნავია იმის თქმა, რომ პროექტი „გალაქტიკო“ ჩავარდა. ლეო მესის გადმოსვლამ არაფერი შეცვალა. სამაგიეროდ „ლანსს“ ულამაზესი გოლი გაუტანა და თქვენ წარმოიდგინეთ ეს მხოლოდ მეოთხე იყო ლიგა ერთში.

კლუბის მთავარი მიზანი ახლა კილიან მბაპეს შენარჩუნებაა. ნათლად გამოჩნდა, რომ გუნდის ლიდერი კილიანია და არა მესი ან ნეიმარი. როგორც მოგეხსენებათ, ფრანგ სუპერვარსკვლავს გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. რა შედეგს დააფიქსირეს პსჟ მის გარეშე რთული წარმოსადგენია.

ნეიმარმა ფანებს შეახსენა, რომ მას კიდევ 3 წელი აკავშირებს კლუბთან და რეალურად ცუდი სეზონი არ აქვს. მესი კი მომავალ სეზონში 35 წლის გახდება და მისი მთავარი ამოცანა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება იქნება. სავარაუდოა, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი საკლუბო ფეხბურთს დიდ ყურადღებას არ მიაქცევს.

„პარი სენ ჟერმენი“ სავსეა კოლოსალური ანაზღაურების მქონე ფეხბურთელებით, რომლებსაც წასვლის ნაკლები მოტივაცია აქვთ. ამის ნათელი მაგალითი მაურო იკარდია. ასევე, ნახევარდაცვაში ძალიან ბევრი ფეხბურთელია და მათ შორის ჯანსაღი კონკურენცია არ არსებობს.

მომავალმა ზაფხულმა შეიძლება დაგვანახოს, რომ პსჟ-სთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება იმაზე უფრო შორეული ოცნება გახდეს, ვიდრე აქამდე  ყოფილა.. ალბათ ეს არის დასასრული დასაწყისი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპე პრეზიდენტად? - კილიანმა არჩევნებში 10 ხმა მიიღო
მბაპე პრეზიდენტად? - კილიანმა არჩევნებში 10 ხმა მიიღო