21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი 2023
Aa
Aa

21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს მთავრობამ 100 მილიონი ლარი გამოყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის განკარგულებით, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩასატარებლად, „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის" ფარგლებში, თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოწყობას იწყებს.

პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც სავარჯიშო მოედნების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ისე ახალი სტადიონების პროექტირება-მშენებლობა. 

ჩემპიონატისთვის, არსებულის გარდა, საერთო ჯამში, 12 ინფრასტრუქტურული ობიექტი მოეწყობა. სავარჯიშო მოედნები განთავსებულია: თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში. 

საქართველო, როგორც მასპინძელი

21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო 2023 წელს იქნება.

21-წლამდე ნაკრებების ევროპის 24-ე ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში, საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ევრო 2023-ის ფინალური მატჩი ბათუმში შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს. თავდაპირველად, ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად ფოთი განიხილებოდა, თუმცა UEFA-ს საორგანიზაციო ჯგუფის ექსპერტების რეკომენდაციით, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობის შედეგად შეიმუშავეს, ჯგუფური ეტაპის მატჩები ფოთის ნაცვლად, ქუთაისში გაიმართება.

რამდენიმე თვის წინ, CrystalSport-ი გიყვებოდათ, რომ გადაწყვეტილების შეცვლასთან დაკავშირებით, სახელმწიფოსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან  წყალტუბოში 3 სავარჯიშო მოედნის განათებებითა და საჭირო ინფრასტრუქტურით აღჭურვა იგეგმებდა - მოედნებზე ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ივარჯიშებდნენ, ხოლო შეხვედრებს ქუთაისში გამართავდნენ.

ჩემპიონატში მონაწილე 16 ევროპული ნაკრები 4 ჯგუფში გადანაწილდება. თითოეულ ქვეყანაში 2-2 ჯგუფი ჩატარდება. ახალგაზრდულ ნაკრებთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი 3 ქალაქის 4 სტადიონზე გაიმართება. მათ შორის: ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. ქვეყნის დედაქალაქში 2 სტადიონი დაიტვირთება - ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებენ.

21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის გამართვის უფლება საქართველომ 2020 წლის 3 დეკემბერს, UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
,,სათადარიგოთა სკამზე იყო, მაგრამ მითხრა, მე აქ ჩემს თავს აუცილებლად წარმოვაჩენო
,,სათადარიგოთა სკამზე იყო, მაგრამ მითხრა, მე აქ ჩემს თავს აუცილებლად წარმოვაჩენო" -აგენტი