წყალბურთი, 19-წლამდე მამაკაც წყალბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

საქართველოს 19-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს 19-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

ახალგაზრდა წყალბურთელებმა თბილისში გამართული ციკლი დამაჯერებლად გაიარეს და ქვე-ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

ჩვენმა გუნდმა შესარჩევი ეტაპის დასკვნითი შეხვედრა უშუალო კონკურენტთან, თურქეთის ასაკობრივ გუნდთან გამართა, სადაც პირველი ადგილის მფლობელის ვინაობა უნდა გარკვეულიყო. ქართველ წყალბურთელებს ფრეც აძლევდათ ხელს და საბოლოოდ 14:14 ითამაშეს.

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებმა საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში თანაბარი 7-7 ქულა დააგროვეს, თუმცა უკეთესი ბურთების შეფარდებით პირველი ადგილი ქართველმა წყალბურთელებმა დაიკავეს.

თურქეთამდე ჩვენმა გუნდმა ჯერ ლიეტუვას ნაკრებს 17:7 მოუგო, შემდეგ კი უკრაინა 19:8 დაამარცხა.

B ჯგუფში ადგილები ასე გადანაწილდა:

1. საქართველო - 7 ქულა (+21)
2. თურქეთი - 7 ქულა (+15)
3. უკრაინა - 3 ქულა
4. ლიეტუვა - 0 ქულა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა: დინამომ პირველი გამარჯვება მოიპოვა
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა: დინამომ პირველი გამარჯვება მოიპოვა