ქართული ფეხბურთი, GFF
Aa
Aa

საქართველოს U18 შვეიცარიის წინააღმდეგ 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს

ლაშა ფირცხალაიშვილის საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ამხანაგური მატჩების სერიას განაგრძობს. ნაკრები შეიკრიბა და მომავალი შეხვედრებისთვის ემზადება - ჩვენი გუნდი 26 ( თბილისის დროით 20:30 საათიდან) და 28 აპრილს (თბილისის დროით 17:00 საათიდან), შვეიცარიის ქალაქ ცუგში, მასპინძელი ქვეყნის გუნდის წინააღმდეგ 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

U18 | შემადგენლობა

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი) რევაზ კურტანიძე (საბურთალო).

მცველები: რომა მორჩილაძე (დინამო თბილისი), არჩილ დათუაშვილი (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე  (ტორპედო ქუთაისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი).

ნახევარმცველები: მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), ჭაბუკი ლაბაძე (საბურთალო), თემურ ნოზაძე (დინამო თბილისი), თემურ გოგნაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: ლუკა წულუკიძე (საბურთალო), დავით გოცირიძე (დინამო თბილისი), დიმიტრი ღურწკაია (დინამო თბილისი), ლუკა პარკაძე (დინამო თბილისი), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ასაკობრივი ნაკრები მიმდინარე წლის ივნისიდან 19-წლამდე ნაკრები გახდება, რომელიც ოფიციალური შეხვედრების სერიას 2022 წლის სექტემბერში, 2023 წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებით დაიწყებს.

ფოტო: GFF

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე უარი საკუთარი სურვილით თქვა
საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე უარი საკუთარი სურვილით თქვა