ფრაპარი ისტორიის წერას განაგრძობს - პირველი ქალი მსაჯი საფრანგეთის თასის ფინალში
ფრანგი არბიტრი, სტეფანი ფრაპარი ისტორიის წერას განაგრძობს. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, იგი საფრანგეთის თასის ფინალურ შეხვედრაში მთავარი მსაჯი იქნება და პირველი ქალი რეფერი გახდება, ვინც ამას გააკეთებს.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა და მსაჯების ტექნიკური დირექტორის, პასკალ გარიბიანის თქმით, ფრაპარმა ეს პატივი ნამდვილად დაიმსახურა. განცხადებაში არბიტრის სიტყვებიცაა მოყვანილი, რომელიც ამბობს, რომ ბედნიერი და ამაყია.
Stéphanie Frappart arbitrera la finale de la #CoupeDeFrance ????
— OGC Nice (@ogcnice) April 21, 2022
Le Comité exécutif de la FFF a validé ce jour la proposition de la Commission Fédérale des Arbitres.
????Assistants : Mikael Berchebru - Benjamin Pages
???? VAR : Jérémie Pignard - Hamid Guenaoui#OGCNice #OGCNFCN pic.twitter.com/FHAXj4aa0t
შეგახსენებთ, რომ 38 წლის ფრაპარი პირველი ქალი რეფერი გახდა, რომელმაც ლიგა 1-ის შეხვედრაში მთავარი მსაჯის ფუნქციები შეითავსა. მან ეს 2019 წელს გააკეთა. მოგვიანებით, იგივე დავალება ევროპის სუპერ თასზე და 2020 წლის ჩემპიონთა ლიგაზეც შეასრულა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
გეტყვით იმასაც, რომ ფრაპარისთვის ისტორიული შეხვედრა 7 მაისს გაიმართება და მასში ერთმანეთს „ნიცა“ და „ნანტი“ დაუპირისპირდებიან. მატჩს „სტად დე ფრანსი“ უმასპინძლებს.