წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა: დინამომ პირველი გამარჯვება მოიპოვა
Aa
Aa

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა: დინამომ პირველი გამარჯვება მოიპოვა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ბოლოსწინა ტურში თბილისის „დინამო“ ხორვატიის ქალაქ სპლიტში „იადრანს“ დაუპირისპირდა და ნანატრი პირველი გამარჯვებაც გაიფორმა - 12:11.

პირველი შეხვედრის მსგავსად, რომელიც 2021 წლის 9 ნოემბერს თბილისში შედგა და ხორვატებმა 15:13 მოიგეს, განმეორებითი დაპირისპირებაც დაძაბული გამოდგა.

ამჯერად, დაძაბულ ბოლო წუთებზე გამარჯვების მომტანი გოლი მატჩის დასრულებამდე 44 წამით ადრე გავიდა და მისი ავტორი ანდრია ბითაძე გახდა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩში თბილისის „დინამო“ საბერძნეთის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს, რომელთანაც პირველი შეხვედრა 9:20 დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელიას შოუ საქართველოში - როგორ გამოეხმაურა ნეაპოლური პრესა ხვიჩას თამაშს
კვარაცხელიას შოუ საქართველოში - როგორ გამოეხმაურა ნეაპოლური პრესა ხვიჩას თამაშს