პასიკაშვილი: ,,საკუთარ სტადიონზე ასეთი ანგარიში ორმაგად გულდასაწყვეტია
Aa
Aa

პასიკაშვილი: ,,საკუთარ სტადიონზე ასეთი ანგარიში ორმაგად გულდასაწყვეტია"

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეხუთე მატჩი გამართა.  გიორგი ჩხაიძის გუნდმა, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, მსოფლიო რეიტინგის ერთ-ერთ ლიდერს, შვედეთის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით - 0-15 დამარცხდა. 

ნინო პასიკაშვილი (საქართველოს ნაკრები):

ვწუხვართ, ასეთ ანგარიშს არ ველოდით. განსაკუთრებით, ჩვენს ქვეყანაში ორმაგად გულდასაწყვეტია. გვსურდა იმაზე უკეთესი შედეგის დაფიქსირება, ვიდრე შვედეთში იყო. როცა მსოფლიოს ნომერ მეორე ნაკრებს და ტოპ კლუბების მოთამაშეებს ეთამაშები, პატარა შეცდომასაც არ გაპატიებენ. სტანდარტულების 100 პროცენტით გამოყენება შეუძლიათ და სამწუხაროდ, ჩვენ ამასთან გამკლავება ვერ შევძელით.

ამ ანგარიშის შემდეგ, ფინეთის ნაკრებისთვის კონცენტრაციის მოკრება რთული იქნება, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ. წნეხი უნდა დავძლიოთ და უკეთესი თამაშისთვის მოვემზადოთ.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 12 აპრილს, სტუმრად, ფინეთის წინააღმდეგ გამართავს.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგა | რას ფიქრობენ საქართველოს ნაკრებისა და ეროვნული ლიგის ფეხბურთელები
ჩემპიონთა ლიგა | რას ფიქრობენ საქართველოს ნაკრებისა და ეროვნული ლიგის ფეხბურთელები