რუსეთის ქალთა ნაკრები ევრო 2022-ზე? - უეფა-მ სანქციის დაწესება გადადო
Aa
Aa

რუსეთის ქალთა ნაკრები ევრო 2022-ზე? - უეფა-მ სანქციის დაწესება გადადო

ხუთშაბათს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს შტაბ ბინაში კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც რუსეთის ქალთა საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაშის საკითხი განიხილეს.

ESPN-ისთვის ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთის მმართველი ორგანო, ჯერჯერობით რუსეთის ქალთა ნაკრებს ბანს არ დაადებს და ეს საკითხი მაისამდე არ განიხილება. აქედან გამომდინარე, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ქალთა ევრო 2022-ზე ოკუპანტი ქვეყნის ნაკრები ვიხილოთ.

უკრაინაში საომარი ვითარების გამო, რუსეთის კაცთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფიდან მოკვეთეს და შემდეგ ეტაპზე პოლონეთი გავიდა, რომელიც საბოლოოდ ყატარში გასამართ მუნდიალზე მოხვდა.

გასულ თვეში, უეფა-მ და ფიფა-მ ოფიციალურად განაცხადეს, რომ ყველა რუსულ კლუბს და ნაკრებს საერთაშორისო ასპარეზზე თამაში აეკრძალებოდა, თუმცა ჯერჯერობით მსგავსი სანქცია ოკუპანტი ქვეყნის ქალთა საფეხბურთო ნაკრებს არ ეხება.

აკრძალვების და სანქციების ფონზე რუსეთმა ევროპის 2028 ან 2032 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებაზე მოთხოვნა შეიტანა. Football Italia წერს, რომ მათი ეს განზრახვა შეუძლებელია და ფიფა და უეფა ამას არ დაუშვებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსული შესაძლოა, ფიფას ერთ-ერთი ოფიციალური ენა გახდეს
რუსული შესაძლოა, ფიფას ერთ-ერთი ოფიციალური ენა გახდეს