“რასიზმი ფეხბურთიდან უნდა აღმოვფხვრათ“ - არბელოამ ვინისიუსი დაიცვა
ჩემპიონთა ლიგის პლე-აუტის პირველ მატჩში მადრიდის რეალი ლისაბონის ბენფიკას ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ კომენტარი გააკეთა.
არბელოა:
„ძალიან რთულია ასეთი გულშემატკივრების წინაშე თამაში. პირველი 15 წუთი რთული იყო, მაგრამ ნელ-ნელა თამაში გავაუმჯობესეთ. დღეს ერთიანობა ვაჩვენეთ და თუ ასე გავაგრძელებთ, ბევრ თამაშს მოვიგებთ. დღეს გამარჯვებას სათავე ვინისიუსმა დაუდო. ჩვენ დონეს ვუბრუნდებით.
ვინისიუსი თავს ახლა კარგად გრძნობს და მშვიდად არის. ეს ისეთი რამ არის, რაც არავის მოსწონს. ბენფიკას ფეხბურთელს უნდა ჰკითხონ, რა თქვა. რასიზმი ფეხბურთიდან უნდა აღმოვფხვრათ. და თუ ფეხბურთელები არ არიან ისინი, ვინც ამას შეაჩერებენ, ეს ძალიან რთული იქნება."
საბოლოო ჯამში, სამეფო კლუბმა დამსახურებულად გაიმარჯვა. ბლანკოსის ფეხბურთელებმა უამრავი მომენტი შექმნეს, ლისაბონელები კი შეტევაში მოიკოჭლებდნენ.
მაშ ასე, რეალი განმეორებით მატჩს უპირატესობით ხვდება. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 25 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.