ტოტიმ ფეხბურთში დარჩენა არ გამორიცხა
ლეგენდარულმა ფრანჩესკო ტოტიმ ფეხბურთში დარჩენა და აქტიური სპორტული ცხოვრების გაგრძელება არ გამორიცხა.
"ახლა ილარისთან (ტოტის მეუღლე) ერთად ვისვენებ, შემდეგ ვნახოთ რა იქნება.
არ მინდა ვთქვა, რომ ჩემი კარიერა დასრულდა". - ორაზროვნად და მოკლედ განაცხადა ტოტიმ.
გეტყვით იმას, რომ 40 წლის "ჩესკოს" თავის გუნდში თამაში "პესკარას" მწვრთნელმა, ზდენეკ ზემანმა შესთავაზა, რომელთანაც ტოტის თბილი დამოკიდებულება აქვს.