კახა კალაძემ ნაკრებთან ერთად ივარჯიშა
თბილისში, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ამხანაგური და ოფიციალური მატჩებისთვის ემზადება.
დღევანდელ ვარჯიშს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე დაესწრო.
ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ფეხბურთელები გაამხნევა და მათთან ერთად ივარჯიშა.
კახა კალაძემ საფეხბურთო კარიერა 2012 წელს "ჯენოაში" დაასრულა.