ტიტანების ბრძოლა ფინალში - პეტრიაშვილი ტაჰა აკგულს დაუპირისპირდება
Aa
Aa

ტიტანების ბრძოლა ფინალში - პეტრიაშვილი ტაჰა აკგულს დაუპირისპირდება

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე მძიმე წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა იასპარეზა. ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში პოლონელი ბარანი უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ძალზედ გამოცდილ და არაერთგზის ჩემპიონს ტაჰა აკგულს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ გენო პეტრიაშვილმა მეოთხედფინალში იტალიელ მეტოქეს კონიედო რუანოს ძალიან მარტივად 11:0 აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები