ისტორია დაწერილია - ფაჩულიას აკადემიის გუნდმა ევროლიგაზე პირველი თამაში მოიგო
Aa
Aa

ისტორია დაწერილია - ფაჩულიას აკადემიის გუნდმა ევროლიგაზე პირველი თამაში მოიგო

სტარტი აიღო ევროლიგის ახალგაზრდულმა ტურნირმა(Adidas Next Generation Tournament), სადაც მონაწილეობას ზაზა ფაჩულიას აკადემიის 18-წლამდე გუნდი იღებს.

სამწუხაროდ, გუშინ ფაჩულიას აკადემია „ბარსელონასთან“ და „მაკაბისთან“ დამარცხდა, თუმცა დღეს ახალი ისტორია დაწერა და პირველი თამაში მოიგო. ზორან პენოს მიერ გაწვრთნილმა კალათბურთელებმა „ოლიმპიაკოსი“ 78-72 დაამარცხეს.

თამაშის საუკეთესო მოთამაშე ქართველთა რიგებიდან ლუკა ალავიძე გახდა, რომელმაც 26 წუთში 21 ქულა, 9 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ხვალ, 27 მარტს ზაზა ფაჩულიას სახელობის აკადემიის გუნდი მე-5 ადგილისთვის ბოლო თამაშს Helsinki Basketball Academy-ის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 13:15-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები