ლიონელ მესი ახალი სეზონიდან Adidas Nemeziz-ის ამუნიციით ითამაშებს
Aa
Aa

ლიონელ მესი ახალი სეზონიდან Adidas Nemeziz-ის ამუნიციით ითამაშებს

ლიონელ მესიმ ჩინეთის დედაქალაქში ახალი ბუცები წარმოადგინა. კატალონიური „ბარსელონას“ ლიდერი ახალი სეზონიდან Adidas-ის ახალი მოდელით სახელად -Nemeziz ითამაშებს.

ჩინეთში სარეკლამო კამპანიის დასრულების შემდეგ, ხუთგზის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მელბურნში ჩავა, სადაც 9 ივნისს, არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ბრაზილიის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

4 დღის შემდეგ კი ხორხე სამპაოლის შეგირდები ამხანაგურ მატჩს სინგაპურში, სინგაპურის ნაკრებთან გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები