''მწვრთნელი გიჟდებოდა, როცა სკამზე ვიჯექი და ვარჯიშებზე 200 პროცენტით ვიხარჯებოდი''
Aa
Aa

''მწვრთნელი გიჟდებოდა, როცა სკამზე ვიჯექი და ვარჯიშებზე 200 პროცენტით ვიხარჯებოდი''

საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე დრეზდენის ''დინამოში'' პროგრესირებს, თუმცა მისი აზრით სეზონის პირველ ნახევარშიც კარგ ფორმაში იყო, დიდი მონდომებით ვარჯიშობდა და მცირე სათამაშო დროს მაქსიმალურად იყენებდა. ამ ფაქტორის მიუხედავად მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ შმიდტი უპირატესობას კრის ლიოვეს ანიჭებდა, რომელსაც 2017-19 წლებში ინგლისის პრემიერ ლიგის ''ჰადერსფილდში'' უთამაშია, 2019 წლიდან კი ''დინამოს'' მოთამაშეა.

CrystalSport-თან ინტერვიუში გურამ გიორბელიძე მეტწილად საკლუბო თემებზე საუბრობს, ბევრ თემას ეხება, მათ შორის მწვრთნელთან, მედიასთან და ქომაგებთან ურთიერთობას. ასევე, საუბრობს იმ კომფორტზე, რომელიც ევროპაში და კონკრეტულად გერმანიაში ცხოვრებას თან ახლავს.

მოთამაშე 10 წლის გერმანელ ქომაგზეც საუბრობს, რომელმაც ქართულ ენაზე წერილი გაუგზავნა, ზოდიაქოს ნიშანი აჩუქა და წარმატებები უსურვა.

გიორბელიძემ მეორე ბუნდესლიგის ბოლო 4 მატჩში სასტარტოში ითამაშა, საუკეთესო თვისებები გამოავლინა, დაამტკიცა, რომ სასტარტოში თამაშს იმსახურებს, გერმანული კლუბის ქომაგებში კი უკვე ხშირად ჟღერდება ის აზრი, რომ ''დინამომ'' მოთამაშე ავსტრიული ''ვოლფსბერგერიდან'' უნდა გამოისყიდოს.

გიორბელიძე 2023 წლის 30 ივნისამდე ავსტრიული ''ვოლფსბერგერის'' საკუთრებაა, მიმდინარე სეზონს იჯარით ''დინამოში'' ატარებს. სეზონის დასრულების შემდეგ დრეზდენელებს ქართველის გამოსყიდვის უფლება აქვთ.

მიმდინარე სეზონში გურამ გიორბელიძე მეორე ბუნდესლიგის 13 მატჩში ითამაშა, მათგან ხუთი შეხვედრა სასტარტოში ჩაატარა. 

ამჟამად, მოთამაშე საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეკრებაზეა, ამხანაგური შეხვედრებისთვის ემზადება. 25 მარტს სანიოლის გუნდი ბოსნიასა და ჰერცეგოვინას შეხვდება, 29 მარტს კი - ალბანეთს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''როცა კარიერაზე ფიქრობ, ევროპაში თამაში რუსეთის დიდ ფულს უნდა ამჯობინო''
''როცა კარიერაზე ფიქრობ, ევროპაში თამაში რუსეთის დიდ ფულს უნდა ამჯობინო''